საგარანტიო პირობები – SHOPGPT.GE
ShopGPT-ზე შეძენილ ყველა პროდუქტზე მოქმედებს ოფიციალური საგარანტიო პირობები, რომლებიც იცავს მომხმარებლის უფლებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. საგარანტიო ვადა
საგარანტიო ვადა იწყება პროდუქტის შეძენის დღიდან და
ვადა მითითებულია თითოეული პროდუქტის გვერდზე.
საგარანტიო ვადის განმავლობაში პროდუქტი ექვემდებარება უფასო შემოწმებასა და მომსახურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქარხნული დეფექტი და გაუმართაობა არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალეულობით, ასეთ შემთხვევაში პროდუქტი შეკეთდება ან შეიცვლება ახალით.
2. პროდუქტის დაბრუნება – 14 დღეში
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს რეგულაციით, ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგი პირობების დაცვით:
- პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული;
- უნდა იყოს პირვანდელ, უვნებელ და სრულ შეფუთვაში;
- ყველა აქსესუარი და დოკუმენტი უნდა იყოს შენარჩუნებული;
- უნდა წარმოდგეს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან ინვოისი).
თუ ყველა პირობა შესრულებულია, თანხა დაბრუნდება იმავე გზით, როგორც მოხდა გადახდა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა პროდუქტის უკან მიღებიდან.
დაბრუნების წესი არ ვრცელდება:
- პირად მოხმარების და ჰიგიენურ პროდუქტებზე (მაგალითად: ყურსასმენები, ეპილატორები, თმის მოწყობილობები და სხვ.);
- ციფრულ ან პროგრამულ პროდუქტებზე, რომლებიც უკვე გააქტიურდა;
- ინდივიდუალურად შეკვეთილ პროდუქტებზე.
3. საგარანტიო სერვისი
საგარანტიო მომსახურება ფარავს მხოლოდ იმ დეფექტებს, რომლებიც წარმოიშვა მწარმოებლის ბრალით (ქარხნული წუნი).
საგარანტიო პირობების ფარგლებში პროდუქტი შეკეთდება ან შეიცვლება ახალით.
თანხის დაბრუნება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკეთება ან ჩანაცვლება შეუძლებელია კანონით დადგენილ გონივრულ ვადაში.
4. სერვისის მისაღებად აუცილებელია
- შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან ინვოისი);
- პროდუქტი მთლიანად და უსაფრთხოდ შეფუთული მდგომარეობით;
- პროდუქტი არ უნდა იყოს დაზიანებული მომხმარებლის მხრიდან.
5. საგარანტიო არ ვრცელდება, თუ
- პროდუქტი დაზიანებულია მექანიკურად, სითხის მოხვედრით ან არასწორი გამოყენებით;
- მოხსნილია ან დაზიანებულია სერიული ნომერი ან ლუქი;
- პროდუქტი გახსნილია ან შეკეთებულია არაუფლებამოსილ სერვისში;
- ადგილი ჰქონდა არასწორ გამოყენებას ან არასათანადო ექსპლუატაციას;
- საგარანტიო ვადა ამოწურულია.
6. მომსახურების წესი
პროდუქტის შემოწმება და დიაგნოსტიკა მიმდინარეობს 10–30 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ პროდუქტზე დაფიქსირდება ქარხნული წუნი და იგი შეკეთებას არ ექვემდებარება, მოხდება მისი შეცვლა ახალით არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
7. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ
საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ პროდუქტის შემოწმება, დიაგნოსტიკა და ნებისმიერი დამატებითი ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ფასიან საფუძველზე.
დიაგნოსტიკის ღირებულება შეადგენს 30 ლარს, ხოლო შეკეთების შემთხვევაში გამოყენებული სათადარიგო ნაწილებისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება დამატებით, რის შესახებაც მომხმარებელს,წინასწარი შეთანხმებით, გადაეგზავნება ინვოისი გადასახადი თანხის მითითებით.
8. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა ან თანხის დაბრუნება, თუ პრობლემა არ მოგვარდა გონივრულ ვადაში
(არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში).
ასევე, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, თუ ფიქრობს, რომ მისი უფლება დაირღვა.
დამატებითი ინფორმაცია:
SHOPGPT.GE ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის.
საგარანტიო ან დაბრუნების პირობებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:
📧 infoshopgpt@gmail.com
📞 +995 551-167-201